შეიყვანეთ თქვენი დაბადების თარიღი
თქვენი დაბადების თარიღის შეყვანით, თქვენ ადასტურებთ, რომ მიაღწიეთ ალკოჰოლური სასმლის მიღებისთვის კანონიერ ასაკს.
factoryfactory-mobile
მდგრადობა

2030 წლისთვის, მდგრადობის მიზნების შესაბამისად,

ვაგრძელებთ მუშაობას პასუხისმგებლობით

მდგრადობა

“ეფეს საქართველო” პატივს სცემს საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტანდარტებს და გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. კომპანია არის გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) ხელმომწერი. შეთანხმება წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მზად არიან საკუთარი ქმედება და სტრატეგიები მოიყვანონ ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციული მიმართულებების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობაში. „ეფეს საქართველო“ არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ხელმომწერი წევრი, რომელიც მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერების პრინციპებს.

“ეფეს საქართველო” გარემოს მდგრად მართვას საკუთარი საქმიანობის მთავარ მამოძრავებლად მიიჩნევს. ჩვენ ნედლეულს ბუნებიდან ვიღებთ. ამიტომ, ხელს ვუწყობთ გარემოს მდგრადობას როგორც ჩვენი ბიზნესის წარმატებისთვის, ასევე - საზოგადოებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ გარემოზე ჩვენი ზემოქმედება, რესურსების ეფექტურად გამოყენების, ნარჩენების და ნახშირბადის გამონაბოლქვების შემცირებისა და სახიფათო მასალების ფრთხილად დამუშავების გზით. კომპანია მხარს უჭერს ალკოჰოლის ზომიერ და პასუხისმგებლიან მოხმარებას. 2008 წლიდან, "ეფეს საქართველო" ახორციელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს შემდეგი მიმართულებებით: საზოგადოების მხარდაჭერა (ახალგაზრდები, მოწყვლადი ჯგუფები, სპორტი, ხელოვნება და განათლება), გარემოს დაცვა და ღირსეული სამუშაო გარემო.

ჩვენი CSR პროექტები
CSR ჯილდოები