2005 წელს, სააქციო საზოგადოება „ლომისმა“ თიბისი ბანკისა და EBRD-ის უპრეცედენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი.
2008 წელს, EBI დაინტერესდა ლუდსახარშის საქმიანობით და შეიძინა კომპანიის 100%-იანი წილი. დღესაც, EBI არის ლუდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის კონტროლს. ინვესტიციები ხორციელდება საწარმოო ხაზებისა და უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენისთვის.
ჩვენი ხარისხის, ისევე როგორც პროცესის კონტროლის მოდელების შემუშავება ეფუძნება ლუდის ხარშვის ინდუსტრიაში 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას. მართვის აღნიშნული მოდელები კი სწორედ გლობალური ინსტიტუტების (მაგ: VLB Berlin, EBC, MEBAK) მიერ შემუშავებული ლუდის ხარშვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზეა შექმნილი.
ნატახტარის წყალი არის ნატურალური წყაროს წყალი, რომელიც სათავეს იღებს გარშემო არსებული მთებიდან. განსაკუთრებული წყალი, თავისი დაბალანსებული მინერალური შემცველობით, უნიკალურ გემოს ანიჭებს ჩვენს პროდუქტებს.
2008 წელს “ეფესის” მიერ "ნატახტრის" ლუდსახარშის შეძენის შემდეგ, 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა როგორც ლუდის ხარშვის, ასევე პროდუქციის შეფუთვის დანადგარების მოდერნიზაციისთვის. ჩვენი ტექნოლოგია შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
ლუდი ბუნებრივი პროდუქტია და ის ახლად მოხარშული უნდა დაილიოს, რადგან მის გემოზე უარყოფითად მოქმედებენ ისეთი გარე ფაქტორები, როგორიცაა მზის სინათლე, სითბო და ჟანგბადი. ჩვენ ვიცავთ პროდუქტის შენახვის/დასაწყობების ოპტიმალურ მაჩვენებელს ღირებულების ჯაჭვში, რათა შევამციროთ პროდუქტის ბაზარზე ყოფნის ხანგრძლივობა. ჩვენი მიზანია პროდუქციის ბაზარზე განთავსების დრო 35-დან 45 დღემდე შუალედში მერყეობდეს.
ლუდსახარშ „ნატახტარში“ გერმანული წარმოების KRONES-ის ჩამომსხმელი ხაზი დამონტაჟდა.
გერმანული ფირმის ZEMANN სახარში დანადგარები დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში შევიდა.
„ეფეს საქართველომ“ დანერგა ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების სისტემა (ISO 9001:2008).
„ეფეს საქართველომ“ ექსპლოატაციაში ჩაუშვა ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა.
კომპანიამ მიიღო HACCP სერტიფიკატი.
„ეფეს საქართველომ“ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის (OHSAS 18001:2007) სერტიფიცირება გაიარა
„ეფეს საქართველომ“ ჯანმრთელობისა და
შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის (OHSAS 18001:2007) სერტიფიცირება გაიარა
„ეფეს საქართველომ“ მიიღო ენერგიის მართვის სისტემის სერტიფიკატი ISO 50001.
კომპანიის ლაბორატორიამ გაიარა ISO/IEC 17025 სერტიფიცირება
კომპანიამ მიიღო ISO 14001 სერტიფიკატი გარემოსდაცვითი მართვის სისტემებისთვის
„ეფეს საქართველო“ სრულად გადავიდა განახლებად ენერგიაზე.