შეიყვანეთ თქვენი დაბადების თარიღი
თქვენი დაბადების თარიღის შეყვანით, თქვენ ადასტურებთ, რომ მიაღწიეთ ალკოჰოლური სასმლის მიღებისთვის კანონიერ ასაკს.
factoryfactory-mobile
ჩვენ შესახებ

"ეფეს საქართველო" ქართული ლუდისა და ლიმონათის ბაზრის ლიდერია

ეფესის გლობალური ვებგვერდი
ჩვენ შესახებ

,,ეფეს საქართველო” “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის“ (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში და აწარმოებს ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდისა და ლიმონათის ბრენდებს ქართული ბაზრისთვის. ,,ეფეს საქართველო’’ ქართული ლუდისა და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე 2006 წლიდანაა წარმოდგენილი. ამჟამად, ლუდი და ლიმონათი 23 ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

მომხმარებელს ვთავაზობთ ლუდის 13 ბრენდს, როგორიცაა: ნატახტარი, ნატახტარი ექსტრა, ქარვა, კასრის, ტაატი, სტაროპრამენი, ლოვენბრაუ, მათ შორის იმპორტირებულ ბრენდებს: ეფესი, სტელა არტუა, ლეფე, ჰოეგარდენი, კორონა და ბექსი. ,,ეფეს საქართველო’’ აწარმოებს ლიმონათი ნატახტარის სხვადასხვა არომატს და ნატახტარი ზიგზაგის მიქსებს. ამასთანავე, მომხმარებლებს ვთავაზობთ ენერგეტიკულ სასმელს PEAK-ს.

ჩვენი მისია

ჩვენ მთელი გატაცებითა და პასუხისმგებლობით ვაწარმოებთ ბედნიერებას.

ჩვენი ისტორია
1991
კომპანიის დაფუძნება

სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო.

ლუდსახარში ნატახტარის გახსნა

2005 წელს, სააქციო საზოგადოებამ თიბისი ბანკისა და EBRD-ის უპრეცედენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად. კომპანიამ მართლაც უმოკლეს ვადაში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება.

chronology
ექსპორტი

2006 წლიდან კომპანია წარმოდგენილია საექსპორტო ბაზრებზე.

EFES Breweries International-მა შეიძინა კომპანიის 100%

2008 წელს, EBI დაინტერესდა ლუდსახარშის საქმიანობით და შეიძინა კომპანიის 100%-იანი წილი. EBI ლუდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის კონტროლს. ინვესტიციები ხორციელდება საწარმოო ხაზებისა და უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენისთვის.

chronology
„ფონდი ნატახტარის“ დაფუძნება

2011 წელს, კომპანიამ დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“, რომლის მიზანიც არის მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების გაძლიერება და მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველო“ პარტნიორობით.

chronology
ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა

ჩვენ ვაცნობიერებთ წყლის მდგრადი მართვის აუცილებლობასა და წყლის რესურსების პასუხისმგებლიანი მოხმარების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან “ეფეს საქართველოში” ოპერირებს ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, რომელიც წმენდს და ამუშავებს ჩამდინარე წყლებს, მთელი საწარმოო ციკლის განმავლობაში.

ეს ტექნოლოგია მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ–ერთი საუკეთესო ლუდსახარშებისთვის.

chronology
ლუდი სტაროპრამენის წარმოების ლიცენზიის მოპოვება

2017 წელს, „ეფეს საქართველომ“ მოიპოვა ლუდი „სტაროპრამენის“ წარმოების ლიცენზია, ჩეხური მხარის მხრიდან ლუდის ხარისხის კონტროლის პასუხისმგებლობით.

ტრადიციული ჩეხური მეთოდით დამზადებული ლუდი, რომელიც უკვე 150 წელია იხარშება პრაღაში.

chronology
ლუდი ლოვენბრაუს წარმოების ლიცენზიის მოპოვება

2019 წელს, „ეფეს საქართველომ“ მოიპოვა ლუდი „ლოვენბრაუს“ წარმოების ლიცენზია, გერმანული მხარის მხრიდან ლუდის ხარისხის კონტროლის პასუხისმგებლობით. ბრენდს თითქმის 600-წლიანი ისტორია აქვს და მისი მთავარი გამოხატულებაა ლომი - სიძლიერის, თავდაჯერებულობისა და ბავარიის სიმბოლო.

chronology
ABInBev “ანადოლუ ეფესისა“ და „ეფეს საქართველოს“ პარტნიორი“ გახდა

2019 წლის მონაცემებით, AB InBev, ლუდის მსოფლიო ბაზრის ლიდერია და მისი

ბაზრის წილი  30%-ს შეადგენს.

2005

2006
ექსპორტი

2006 წლიდან კომპანია წარმოდგენილია საექსპორტო ბაზრებზე.

2008
EFES Breweries International-მა შეიძინა კომპანიის 100%

2008 წელს, EBI დაინტერესდა ლუდსახარშის საქმიანობით და შეიძინა კომპანიის 100%-იანი წილი. EBI ლუდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის კონტროლს. ინვესტიციები ხორციელდება საწარმოო ხაზებისა და უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენისთვის.

chronology
2011
„ფონდი ნატახტარის“ დაფუძნება

2011 წელს, კომპანიამ დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“, რომლის მიზანიც არის მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების გაძლიერება და მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველო“ პარტნიორობით.

chronology
2012
ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა

ჩვენ ვაცნობიერებთ წყლის მდგრადი მართვის აუცილებლობასა და წყლის რესურსების პასუხისმგებლიანი მოხმარების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან “ეფეს საქართველოში” ოპერირებს ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, რომელიც წმენდს და ამუშავებს ჩამდინარე წყლებს, მთელი საწარმოო ციკლის განმავლობაში.

ეს ტექნოლოგია მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ–ერთი საუკეთესო ლუდსახარშებისთვის.

chronology
2017
ლუდი სტაროპრამენის წარმოების ლიცენზიის მოპოვება

2017 წელს, „ეფეს საქართველომ“ მოიპოვა ლუდი „სტაროპრამენის“ წარმოების ლიცენზია, ჩეხური მხარის მხრიდან ლუდის ხარისხის კონტროლის პასუხისმგებლობით.

ტრადიციული ჩეხური მეთოდით დამზადებული ლუდი, რომელიც უკვე 150 წელია იხარშება პრაღაში.

chronology
2019