ამ ვებგვერდის მფლობელია სს „ლომისი“ (იგივე „ეფეს საქართველო“). მომხმარებლები, რომლებიც ჩვენს ვებსაიტს ესტუმრებიან, ავტომატურად ეთანხმებიან შემდეგ პირობებს, შეზღუდვის გარეშე.
ნებისმიერი ინფორმაცია, ცხრილი, კომენტარი და რეკომენდაცია, რომელიც განთავსებულია მოცემულ ვებგვერდზე, შექმნილია მომხმარებლის ინფორმირებისათვის. „ეფეს საქართველოს“ ძალისხმევით, უზრუნველყოფილია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის სანდოობა, რათა მომხმარებელი მხოლოდ ფაქტებს გაეცნოს. მხოლოდ „ეფეს საქართველოს“ აქვს ოფიციალური უფლება, აღნიშნული ვებგვერდიდან, ნებისმიერი ინფორმაცია ჩაანაცვლოს, შეცვალოს და წაშალოს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ვებგვერდზე განთავსებული ზოგიერთი განცხადება შესაძლოა შეიცავდეს სხვადასხვა რისკს, ან იყოს დასაზუსტებელი, რადგან გადმოსცემს სამომავლო პროგნოზს. მიზეზთა გამო, არ არის გამორიცხული, რეალური შედეგები და განვითარება ზემოხსენებული განცხადებისგან განსხვავდებოდეს.
მომხმარებლებს შეუძლიათ, აქ განთავსებული ინფორმაცია და დოკუმენტები ცოდნის მიღების მიზნით გამოიყენონ. არ შეიძლება მოცემული ინფორმაციის ნაწილობრივი, ან სრული კოპირება, გავრცელება, დუბლირება, ქველიცენზიით გამოყენება, შეცვლა, შენახვა სამომავლოდ გამოქვეყნებისათვის, კომერციული მიზნით გამოყენება, ან მესამე პირისთვის კომერციული მიზნით გამოსაყენებლად გადაცემა, „ეფეს საქართველოს“ მიერ წინასწარი, წერილობითი თანხმობის გარეშე. ვებგვერდზე წვდომა უფასო და ანონიმურია.
ვებგვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის რაიმე ფორმით დამახინჯება არის სამართლებრივი დევნის საფუძველი.
„ეფეს საქართველო“ არ არის პასუხისმგებელი იმ ზარალზე და/ან ზიანზე, რომელიც წარმოიშვება აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე შესრულებული ოპერაციების, ან ვებგვერდზე წვდომის გამო. „ეფეს საქართველოს“ აღნიშნული ვებგვერდის გამოცემა არ წარმოადგენს რაიმე ვალდებულებას რომელიმე პიროვნების ან/და ხელისუფლების წინააღმდეგ. ნებისმიერი პასუხისმგებლობა იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მიიღება აღნიშნულ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ეკისრება იმ მომხმარებელს, რომელიც სტუმრობს ვებგვერდს.
„ეფეს საქართველო“ არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირ, ან ირიბ ზარალზე, ან ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას აღნიშნულ, ან ნებისმიერ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია წინამდებარე ბმულების მეშვეობით.
„ეფეს საქართველო“ არ არის პასუხისმგებელი რაიმე მიზეზით ვებგვერდის შინაარსის არგანახლებაზე, გადახედვის დაგვიანებაზე, ნებისმიერ შესაძლო შეცდომაზე, ხარვეზზე ან ცვლილებაზე. განახლებისთვის წინასწარ განსაზღვრული თარიღის ხელმისაწვდომობა არ გამოიწვევს „ეფეს საქართველოზე“ რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრებას მითითებული პირობების საწინააღმდეგოდ.
ამ ვებგვერდზე შეტანილი ინფორმაციის, ან განცხადებების (დიზაინი, სურათები, ლოგო და ა.შ.) საავტორო უფლება ეკუთვნის „ეფეს საქართველოს“. ინფორმაციის გამოყენება არ შეიძლება „ეფეს საქართველოს“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ამ ვებგვერდის და აქ არსებული ინფორმაციის გამოყენების შედეგად წარმოშობილი დავის შემთხვევაში, დავის განხილვა მოხდება საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სასამართლოს მიერ.
ზოგ შემთხვევაში, ჩვენს ვებგვერდზე გთხოვენ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას, სახელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ფაქსის ნომერს, ან თქვენს საფოსტო მისამართს. „ეფეს საქართველო“ პატივს სცემს თავისი აუდიტორიისა და მომხმარებლების კონფიდენციალურობას. თქვენი პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია შეინახება კომპანიაში და არ გადაეცემათ მესამე მხარეებს, გარდა სამართლებრივი ვალდებულების შემთხვევებისა. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, წაშალოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არქივიდან, ნებისმიერ დროს. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ უნდა გამოგვიგზავნოთ წერილი ელექტრონული ფოსტით.