რატომ მიყვარს ნატახტარი


კომპანიაში მუშაობით კმაყოფილი ვარ. მაქვს კარგი სამუშაო პირობები. ვგრძნობ ყურადღებიან დამოკიდებულებას კომპანიის ხელმძღვანელობისგან. თანამშრომლებს შორის არის ჯანსაღი ურთიერთობა. თავს ვგრძნობ მყარად და დაცულად და ყოველ დილით სიამოვნებით მივდივარ სამსახურში.





შორენა ხუციშვილი, სანიტარული ექიმი



- - - - - - - - - - - - -


თითქმის ორი წელია, რაც ამ ოჯახის წევრი გავხდი. ამ ხნის განმავლობაში გავიცანი ბევრი ადამიანი, რომელთა უმეტესობა ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა. “ნატახტარში” მუშაობის პერიოდში შევისწავლე ბევრი რამ, რაც დარწმუნებული ვარ ჩემი ცხოვრების გზაზე გამომადგება.
ჩემთვის, და დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოსათვის, ნატახტარი ასოცირდება ქველმოქმედებასთან. ამიტომ ვამაყობ, რომ ვარ ამ გუნდის წევრი.
მომწონს ჩვენი ქარხნის სისუფთავე და სილამაზე, ნატახტარი საშუალებას მაძლევს გადავიხადო ჩემი სწავლის საფასური, ყოველ დღე შევხვდე კარგ ადამიანებს და ურთიერთობა მქონდეს მათთან.


მარინე ნაროზაშვილი, ბოთლის წუნმდებელი



- - - - - - - - - - - - -

ნატახტარი ჩემთვის წარმატებული გუნდის სიმბოლოა, სადაც გუნდის თითოეული წევრის მიზანი საერთო საქმის კეთებაა.
ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხარისხზე ორიენტირებული წარმოება, სადაც ყველა პირობაა შექმნილი თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის.





მარიამ ცისკარიშვილი, ქიმიკოსი



- - - - - - - - - - - - -


მესამე წელია, რაც ნატახტარში ვმუშაობ და ამ სამი წლის განმავლობაში, პირადად მე ბევრი რამ ვისწავლე, გავიზარდე პიროვნულად და პროფესიონალურად, გავიცანი უამრავი კარგი ადამიანი. მიხარია, რომ ვმუშაობ საწარმოში, რომელიც ერთ - ერთი უდიდესი მწარმოებელია საქართველოში. ჩვენი საწარმო მოწინავეა ქველმოქმედებაში, სპონსორობას უწევს ჩვენს ეროვნულ გუნდებს, ფეხბურთის და რაგბის ფედერაციებს. ასევე ცალკეულ სპორტსმენებს. ჩვენ გვყავს ფეხბურთის შიდა გუნდი რომლის ერთ–ერთი წევრიც მე თვითონ ვარ. ჩვენ ვემზადებით ტურნირისათვის, რომელიც ჩატარდება ზაფხულში “EFES” – ის ქარხნებს შორის. ჩემთვის სასიამოვნოა აქ მუშაობა, და დიდი სურვილი მაქვს კიდევ ვითანამშრომლებ ამ კომპანიასთან.
სანდრო ნატროშვილი, შესაფუთის ოპერატორი



- - - - - - - - - - - - -

დიდი ხანია ვმუშაობ ამ კომპანიაში. ამ ხნის მანძილზე უამრავი მეგობარი შევიძინე და ბევრი კარგი და პატიოსანი ადამიანი გავიცანი. მიხარია, რომ ვმუშაობ ისეთ კომპანიაში, რომელიც ერთ – ერთი დიდი და წარმატებულია საქართველოში. ჩემთვის და ჩემი თითოეული თანამშრომლისთვის აქ სამუშაოს ყველანაირი პირობაა შექმნილი. მე მოხარული ვარ, რომ ვმუშაობ ნატახტარში.





ლევან ჩანადირი, ჩამოსასხმელის ოპერატორი



- - - - - - - - - - - - -
რამოდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს ნატახტარი:

1. ნატახტარი ქართული პროდუქტია და აქედან გამომდინარე თვითეული გაყიდული ბოთლი ეროვნული ეკონომიკის წინსვლაზე დადებითად აისახება;
2. მზარდი ტენდენცია ხარისხის კონტროლისა და ლუდის თვისობრიობის გაუმჯობესებაზე;
3. ყოველ წელს ბაზრისათვის ახალი პროდუქტის შეთავაზება.





ზვიად რაზმაძე, საწყობის ოფისერი