სიახლეები

კომპანია „ნატახტარმა“ რაგბის ქომაგებსა და მედიასაშუალებებს „ივენთ ჰოლში“ უმაპინძლა>

12.03.16

Image
კომპანია „ნატახტარმა“ რაგბის გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს ივენთ ჰოლში უმასპინძლა, სადაც დიდ ეკრანზე სოჭიდან საქართველო-რუსეთის რაგბის თამაშის ტრანსლაცია გაიმართა. "ნატახტარისთვის" ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტია. კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისულმა გულშემატკივარმა გამარჯვება იზეიმა - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსეთის ნაკრებთან ევროპის ერთა თასის მატჩი გამარჯვებით - 24:7 დაამთავრა.

მილიონი ლარი ქართულ რაგბის განვითარებისთვის>

24.02.16

Image
კომპანია ნატახტარი აგრძელებს საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერას სოფელ ნატახტარში საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია „ნატახტარს“ შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის, ჯამში 1 მილიონ ლარს მიიღებს. ამით კომპანია ნატახტარი, რვა წლის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას კიდევ ოთხი წლით გაახანგრძლივებს. მემორანდუმს ხელი „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მოაწერეს. ხელშეკრულების

ფონდი „ნატახტარის“ 2015 წლის შედეგებს აქვეყნებს>

01.01.16

Image
წლის წარმატება - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების სწავლება და დასაქმება 15 სტუდენტი, 75 დასაქმებული, 65 პროფესიული კოლეჯის აღსაზრდელი, 19 სხვადასხვა საგნებში გადამზადებული.... - "ფონდი ნატახტარი“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველო“ საქველმოქმედო პროექტის - "იზრუნე მომავალზე" - ფარგლებში მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობისთვის განხორციელებული 2015 წლის საქმიანობისა და ფინანსურ დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს. 2015 წელს ფონდმა წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვან

ლუდზე აქციზის გაზრდის გამო „ნატახტარის ლუდის ფესტივალი“ აღარ გაიმართება>

20.07.15

Image
კომპანია „ნატახტარის“ მიერ დედაქალაქსა და რეგიონებში ორგანიზებული ლუდის ტრადიციული ფესტივალები აღარ გაიმართება. მიზეზად კომპანიაში ლუდზე აქციზის გაზრდასა და მის შედეგად გაყიდვების შემცირებას ასახელებენ. „მთავრობას აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების გადახედვისკენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. შედეგად ლუდის ბაზარი საკმაოდ შემცირდა, ამის ოფიციალური მონაცემები არსებობს. მარტი-აპრილის პერიოდში ადგილობრივი მწარმოებლების რეალიზაცია დაახლოებით 45%-ით შემცირდა. რაც კომპანიების საქმიანობასა და მთლიანად ლუდის ინდუსტრიაზე

„ფონდი ნატახტარი“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი- საქართველო“ კიდევ ერთ მადლობას იღებს>

17.07.15

Image
კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღობისათვის“ ინიციატივით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა დაცვის ინდექსის შეფასების პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები და ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტები. კოალიციასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა, რომლებიც ამავე დროს არიან ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოსა“ და ფონდი „ნატახტარის“ ერთობლივი პროექტის „იზრუნე